რეზონანსი
25.02.2019

 (რეზონანსი) გედევან ფოფხაძემ საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა. განცხადება მან ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

„პარასკევს ოფიციალური განცხადებით მივმართე პარტიას, გასვლის თაობაზე. ასევე უმრავლესობის ხელმძღვანელს არჩილ თალაკვაძეს და ფრაქციას. შესაბამისად, ყველა გადაწყვეტილება რეგისტრირებულია. რაც შეეხება მიზეზებს - ჩემი კრიტიკული პოზიცია არაერთხელ დამიფიქსირებია. აქამდეც მქონდა განცდა, რომ ჩემი რესურსი იწურებოდა პარტიის შიგნით. ახლა უკვე მგონია რომ ჩემი დარჩენა არანაირ ლოგიკას აღარ ექვემდებარებოდა", - განაცხადა ფოფხაძემ.

„ქართული ოცნება" დატოვეს ეკა ბესელიამ, ლევან გოგიჩაიშვილმა, ბექა ნაცვლიშვილმა და დღეს უკვე გედევან ფოფხაძემ.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×