რეზონანსი
25.02.2019

 ჩიბათელმა მასწავლებელმა ლადო აფხაზავას აზრით, მასწავლებლის დაფასება თუნდაც ხელფასის გაზრდით უნდა გამოიხატოს, რადგან რეგიონში მასწავლებლებს უჭირთ. „ამ ყველაფერს მოსწავლეებიც ხედავენ, რომ მათ მასწავლებელს თუნდაც სეზონური ტანსაცმელი და ფეხსაცმელი არ აქვს", - ამბობს ლადო აფხაზავა.

მან ისიც თქვა, თუ რაში აპირებს მილიონი დოლარის დახარჯვას, თუ კონკურსში გიმარჯვებს. „მილიონი დოლარი პატარა თანხა არ არის, მით უფრო ჩემი რეგიონისთვის, გურიისთვის. მე ვაპირებ მაგალითად, ჩემს მუნიციპალიტეტში მოვაწყო სამზარეულო, კაფეტერიები სკოლებში, რასაც ბევრი სკოლა ვერ აკეთებს, რადგან გამდინარე წყალი სჭირდება და ზოგადად ბევრი სტანდარტია... მნიშვნელოვანია სოფელში ბავშვი ეკოლოგიურ წიგნიერებაში იყოს და სასათბურე მეურნეობას შევქმნით, რომ ბავშვმა ისწავლოს ძველი მეთოდით როგოორ დააფესვიანოს დააკალმოს მცენარეები... ასევე სტუდენტებს დავეხმარები, რაიონში ვიცნობ რამდენიმეს, ვისაც სტუდენტობა შეუჩერდა იმის გამო, რომ გადასახადი ვერ გადაიხადა“, - თქვა "იმედის" ეთერში ლადო აფხაზავამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×