რეზონანსი
24.02.2019

 (რეზონანსი) შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოჯახში ძალადობის ბრალდებით 1986 წელს და 1966 წელს დაბადებული ორი ადამიანი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთმა მათგანმა მიმდინარე წლის 18 თებერვალს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეგობარ გოგონას, რომელმაც შემდეგ თვითმკვლელობა სცადა. გოგო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა. მის ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება.

ოჯახში ძალადობის ბრალდებით, პოლიციამ ბათუმში მეუღლის დედის ფიზიკური შეურაცყხოფისთვის კიდევ ერთი ადამიანი დააკავეს.

გარდა ამისა, სამართალდამცველებმა ოჯახში ძალადობის ბრალდებით კიდევ ოთხი პირი: 1974 წელს დაბადებული ბ.ჭ., 1985 წელს დაბადებული კ.ძ., 1997 წელს დაბადებული მ.გ. და 1981 წელს დაბადებული, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ა.ბ. დააკავეს.

გამოძიება ოჯახური ძალადობის და თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 126-ე პრიმა და 115-ე მუხლებით მიმდინარეობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×