რეზონანსი
24.02.2019

 (რეზონანსი) ავტობუსი, რომელსაც ჟურნალისტები ბაკურიანიდან თბილისში მიჰყავდა, სამართალდამცველებმა ცოტა ხნის წინ გააჩერეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პოლიციას სისხლის სამართლის დანაშაულის შესახებ ინფორმაცია ჰქონდა.

„სისხლის სამართლის გამოძიების ფარგლებში პოლიციამ ხაშურთან გაჩერებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლი გაჩხრიკა. სამართალდამცველებს სისხლის სამართლის დანაშაულის შესახებ ინფორმაცია ჰქონდა. მძღოლმა და მგზავრებმა გზა უკვე განაგრძეს. საგამოძიებო ღონისძიებები გრძელდება", - განუცხადეს „პრაიმტაიმს" შსს-ში.

„პირველი არხის" ინფორმაციით, მგზავრების თქმით, მძღოლი ტელეფონზე საუბრობდა, ცოტა ხანში ავტობუსი გადააყენა, ჩავიდა და სხვა ავტომობილის მძღოლს შეხვდა. თვითმხილველების ინფორმაციით, მძღოლებმა სავარაუდოდ ერთმანეთში რაღაც გაცვალეს. სწორედ ამ დროს გამოჩნდნენ სამართალდამცველები. ავტობუსის მძღოლი ჩხრეკის და ადგილზე გამოკითხვის შემდეგ გაათავისუფლეს, ხოლო მეორე ავტომობილის მძღოლი საპატრულო ეკიპაჟის მანქანით სავარაუდოდ განყოფილებაში წაიყვანეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×