რეზონანსი
24.02.2019

 (რეზონანსი) საქართველოში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი. როგორც „ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, 24 თებერვალს დასავლეთ საქართველოს მაღალთმიან რეგიონებში მოსალოდნელია ნალექი, აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ მთიან რაიონში შესაძლებელია ნალექი თოვლის სახით.

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ჰაერის ტემპერატურის მკვეთრი ცვლილება მოსალოდნელი არ არის.

რაც შეეხება თბილისს, სინოპტიკოსების ინფორმაციიით, დედაქალაქში დასავლეთის ქარი იქროლებს.

„დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში მოსალოდნელია ნალექი, აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში შესაძლოა თოვლი მოვიდეს. ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი კლება მოსალოდნელი არ არის. საქართველოში 25 თებერვალსაც მაქსიმალური ტემპერატურა დაბლობ რაიონებში +7,+12 ნარჩუნდება", - აღნიშნა გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა დოდო გვაზავამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×