(რეზონანსი) გურიაში მაღაზიის ძარვის გამო, 19 წლის ბიჭი შ.ს დააკავეს. ახალგაზრდა წასრულში ნასამართლევია.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 9 იანვარს, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ სუფსაში მდებარე მაღაზიის კედელი დააზიანა, უკანონოდ შეაღწია შენობაში, 2100 ლარი, სხვადასხვა დასახელების სიგარეტი, ძვირადღირებული ალკოჰოლური სასმელები მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
შ.ს., მომხდარიდან მეორე დღესვე ამხილეს, მოგვიანებით კი, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, საკუთარ საცხოვრებელ სახლში დააკავეს. პოლიციამ ნაქურდალი ნივთების და მოპარული ფულის ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღო. ასევე, ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი - ძალაყინი.
მის მიერ ჩადენილი დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" და „ბ" ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით, სადგომში ან საცავში უკანონოდ არაერთგზის შეღწევის გზით ქურდობის ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.