რეზონანსი
24.02.2019

 (რეზონანსი) არავის შეუძლია იფიქროს, რომ დღეს პუტინთან რაიმე ეფექტური იქნება, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ამერიკულ გამოცემა „პოლიტიკოს" ევროპულ ბიუროსთან ინტერვიუში განაცხადა.

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, მისი მიზანია საქართველოს ნატო-სთან და ევროკავშირთან დაახლოება, რაშიც მას წარსულში მიღებული გამოცდილება დაეხმარება.

სალომე ზურაბიშვილმა ასევე ხაზი გაუსვა საფრანგეთის მონაწილობას ევროკავშირის მონიტორინგის მისიაში, რომელიც რუსეთის საოკუპაციო ხაზთან სიტუაციას მეთვალყურეობს.

„დღეს საფრანგეთი ძალიან ბევრს აკეთებს, რაც წარსულში წარმოუდგენელი იყო. მაკრონმა მკაფიოდ განაცხდა, რომ პარიზი საქართველოს მხარს უჭერს, რითიც შეუძლია", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

„პოლიტიკოს" სტატიაში აღნიშნულია, რომ საქართველოს პრეზიდენტის პირველი ოფიციალური ვიზიტი საფრანგეთში შედგა. გამოცემა წერს, რომ „სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთში დაიბადა და დიპლომატის კარიერის სამი ათეული წელი ამ ქვეყნის საგარეო სამსახურში გაატარა".

„ეს ვიზიტი მისთვის სამშობლოში დაბრუნებასავით იყო", - წერს „პოლიტიკო".

„პოლიტიკოსთან" საუბარში ზურაბიშვილი ასევე აცხადებს, რომ ის და მაკრონი შეთანხმდნენ, რომ რუსეთ-საფრანგეთის დიალოგის დროს საქართველოს აუცილებლად ახსენებენ, თუმცა „წარმატების გარანტიას დღეს ვერავინ იძლევა".

„არავის შეუძლია იფიქროს, რომ დღეს პუტინთან რაიმე ეფექტური იქნება", - აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი.

ზურაბიშვილი ასევე ამბობს, რომ საფრანგეთი საქართველოს მთავარი პარტნიორია. მისივე თქმით, ამის მიზეზი ის არის, რომ „საფრანგეთი არის ერთადერთი ქვეყანა, რომელიც მოწადინებულია გააგრძელოს ევროპული პროექტი".

„ჩვენ უნდა ვიყოთ ახლოს ევროკავშირთან, სადაც კი ეს შესაძლებელია. იქნება ეს კულტურა, განათლება, უსაფრთხოება და თავდაცვა, ტრანსპორტი, კომუნიკაცია, ეკონომიკური თანამშრომლობა კონკრეტულ სფეროებში", - აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×