რეზონანსი
24.02.2019

 (რეზონანსი) თბილისში, გაგარინის ქუჩაზე ხანძარი იყო. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, დაიწვა რვასართულიანი საცხოვრებელი სახლის მესამე სართულზე ბინა, 60 კვ.მ.

მათივე ცნობით, მეხანძრეებმა დაკვამლიანების გამო კორპუსიდან მოქალაქეები გამოიყვანეს.

ამასთან, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სადარბაზოში ნაპოვნია 52 წლის ქალის ცხედარი.

ადგილზე ექვსი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×