რეზონანსი
23.02.2019

 (რეზონანსი) თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 87-ე კილომეტრზე, კვირას, 24 თებერვალს, 16:00-დან 20:00 საათამდე მოძრაობა პერიოდულად, 5-10 წუთით, რამდენიმეჯერ შეიზღუდება. მიზეზი მოკლემეტრაჟიანი ფილმის გადაღებაა. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

გზის ამ მონაკვეთზე მდებარეობს გორის საავტომობილო გვირაბი, რომლის მარცხენა მიმართულებაზე (დასავლეთი-აღმოსავლეთი) ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება, რის გამოც ავტოტრანსპორტი გორის გვირაბის შემოვლით გადაადგილდება.

ოთხსაათიანი, შეზღუდული რეჟიმით ავტოტრანსპორტის გადაადგილებას კოორდინაციას საპატრულო პოლიცია გაუწევს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×