რეზონანსი
23.02.2019

 (რეზონანსი) ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარმა სამმართველომ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით 1975 წელს დაბადებული ფ.ხ. დააკავა. ინფორმაციას შსს-ს ვებგვერდზე ვკითხულობთ.

დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ირკვევა, რომ სასტუმროს ნომერში, სადაც ბრალდებული დროებით ცხოვრობდა, 81 გრამი ჰეროინი და ნარკოტიკული საშუალების 9 აბი ამოიღეს.

გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე დაიწყო.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×