რეზონანსი
23.02.2019

 (რეზონანსი) ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ მას ფრაქციის დატოვების შესახებ მიმართა. მისივე ინფორმაციით, გედევან ფოფხაძემ ანალოგიური განცხადებით მიმართა პარტიასაც.

„გუშინ გვქონდა ერთ-ერთი მიმდინარე შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ პარტიის ხელმძღვანელი და პარლამენტის თავმჯდომარე. მიმდინარე საკითხებთან ერთად, სამომავლო გეგმებზეც იყო საუბარი. როგორც იქიდან გამოსულმა ჩვენმა კოლეგებმა გვითხრეს, იყო ძალიან საინტერესო, გულწრფელი საუბარი, არავის გარიცხვაზე ლაპარაკი არ ყოფილა.

თქვენ იცით, რომ რამდენიმე წევრმა თავად დატოვა ჩვენი პარტია. მე, პირადად, როგორც ფრაქციის ხელმძღვანელს, განცხადებით მომმართა ფრაქციის დატოვებაზე გედევან ფოფხაძემ. როგორც ვიცი, მან პარტიასაც მიმართა ასეთი განცხადებით. ზოგადად, ძალიან სამწუხაროა, როდესაც პარტიას ტოვებენ ჩვენი კოლეგები, ჩვენი თანაგუნდელები, მაგრამ მათ მიიღეს ასეთი გადაწყვეტილება. ასევე, ძალიან სამწუხაროდ, იმ მიზეზით, რომ მმართველმა გუნდმა არ მისცა ხმა არაკონსტიტუციურ კანონს. იმის იქით, რაც უნდა ლეგიტიმური მიზნები იყოს, რაც უნდა ემოციებზე და პიარზე დაგეგმილი კამპანია იყოს, ჩემი აზრით, ეს არის პოლიტიკური შეცდომა", - განაცხადა მამუკა მდინარაძე

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×