რეზონანსი
23.02.2019

ბიძინა ივანიშვილს ნამდვილად არ ჰქონდა სურვილი, რომ პარტია დამეტოვებინა, - ამის შესახებ გადაცემაში „360 გრადუსი“ უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ განაცხადა. როგორც ის განმარტავს, მისი მიზანი ბიძინა ივანიშვილთან ომი არ არის. 

„მას ამის სურვილი ნამდვილად არ ჰქონდა. მაშინ ამდენი მცდელობა არ იქნებოდა ამ შეხვედრების და ამდენი დროის ხარჯვა სიტუაციის დარეგულირების. ეს გადაწყვეტილება მივიღე იმიტომ, რომ არ მინდა, ასე კონფლიქტამდე მივიდეს პროცესი, რომლის მთავარი მიზანიც არის ამ ქვეყანაში დალაგდეს სასამართლო ხალხისთვის. ჩემი ამოცანა არ არის ბიძინა ივანიშვილთან ომი, ეს არ არის ჩემი მიზანი. ჩემი მიზანია სასამართლო იყოს ამ ქვეყანაში. თუ ამას ვერ ვახერხებდი იქ, იმ ვითარებაში, მოვახერხებ იქ, სადაც არის საზოგადოების უმრავლესობა, ვინც ასე ფიქრობს“, - განაცხადა ბესელიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×