რეზონანსი
23.02.2019

 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რუსთავში. არსებული ინფორმაციით ავარია ვახუშტის ქუჩაზე, გიმნაზიის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

მსუბუქი ავტომობილი ქვეითად მოსიარულე, 17 წლის გოგონას დაეჯახა. დაშავებული ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

საავადმყოფოში "ინფო რუსთავს" განუცხადეს, რომ "პაციენტს უტარდება შესაბამისი სამედიცინო კვლევები, მისი მდგომარეობა სტაბილურია და სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×