რეზონანსი
22.02.2019

 მამაკაცი, რომელიც მანდატურის ცემის გამო დააკავეს, ძალადობას ჯერ სკოლის მასწავლებელზე ცდილობდა, შემდეგ კი მე-4 კლასელ ბავშვს აედევნა. ინფორმაცია "პრაიმტაიმს" 48-ე საჯარო სკოლის დირექტორმა მიაწოდა. ირმა ფუხაშვილი ყვება, რომ ინციდენტი სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ, დაახლოებით 16:00 საათზე სკოლის გარე პერიმეტრზე მოხდა.

"ნასვამი მამაკაცი, რომელიც მოგვიანებით დააკავეს შემთხვევითი გამვლელი იყო. თავდაპირველად ის სკოლიდან გამოსულ პედაგოგს აედევნა და ძალადობის რისკის და ხმაურის ფონზე ინციდენტში მანდატურები ჩაერთნენ. მათ პედაგოგი სკოლაში შეიყვანეს, ამ დროს შეამჩნიეს, რომ ეს მამაკაცი ჩვენი სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეს აედევნა და მასთან ხელგადახვეული მიდიოდა. ბუნებრივია მანდატურები კვლავ შეეცადნენ სიტუაციის გარკვევას. ფიზიკური შეურაცხყოფა ერთ-ერთ მანდატურს მთვრალმა მამაკაცმა სწორედ ამ მომენტში მიაყენა"- აცხადებს სკოლის დირექტორი. ამასთან ირმა ფუხაშვილის ინფორმაციით, დაკავებული პირი მათი სკოლის რომელიმე მოსწავლის მშობელი არ არის.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×