რეზონანსი
22.02.2019

 (რეზონანსი) საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი უმცროსი სერჟანტის, არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან ერთი წელი გავიდა.

მუხათგვერდის სასაფლაოზე პოლიტიკოსებმა ტატუნაშვილის ხსოვნას პატივი მიაგეს. იქ იმყოფებოდა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ასევე პრემიერ-მინისტრი და მთავრობის წევრებიც.

„ჩემი შვილი ძლიერი, ამაყი და ღირსეული იყო და ღირსეულად მოკვდა. არაადამიანურად გაუსწორდნენ ის ჯალათები იმის გულისთვის, რომ ასე უყვარდა სამშობლო," - განაცხადა არჩილ ტატუნაშვილის დედამ, რუსუდან ტატუნაშვილმა.

არჩილ ტატუნაშვილი 2018 წლის 22 თებერვალს, საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს სამ მოქალაქესთან ერთად ახალგორში გაიტაცეს. 23 თებერვალს კი ცნობილი გახდა, რომ იგი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×