რეზონანსი
22.02.2019

 (რეზონანსი) "მე ვურჩევ მამუკა მდინარეძეს, ნუ გათამამდება ჩემზე კომენტარების გაკეთებისას," - ამის შესახებ განცხადება "ქართული ოცნების" უკვე ყოფილმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ გააკეთა.

მისი თქმით, მამუკა მდინარაძეს მასზე კომენტარების გასაკეთებლად პოლიტიკური სიმწიფე არ ჰყოფნის.

"მე ვურჩევ მამუკა მდინარაძეს, ნუ გათამამდება ჩემზე კომენტარების გაკეთებისას. მდინარაძე არ არის ის პერსონა, რომელიც ჩემზე კომენტარებს უნდა აკეთებდეს. მას ამისთვის არც პოლიტიკური სიმწიფე ჰყოფნის, არც პოლიტიკური გამოცდილება, არც პოლიტიკური წონა, არც ავტორიტეტი. ამიტომ ვურჩევ სხვა რამეებით დაკავდეს და მიხედოს ფრაქციის საკითხებს. ჩემზე კომენტარებს კი თავი დაანებოს, ვურჩევ, თორემ მომიწევს შევახსენო, თავისი ადგილი სად არის", - ამბობს ბესელია "ინტერპრესნიუსთან"

შეგახსნებთ, ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ეკა ბესელიას პარტიიდან წასვლის შესახებ გადაწყვეტილებას პიარზე გათვლილი ქმედება უწოდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×