რეზონანსი
22.02.2019

 (რეზონანსი) „მის საქართველო 2003"-ის, ირინა ონაშვილის გაქურდვის ბრალდებით 45 წლამდე ქალი დააკავეს. დაკავებული ონაშვილის სახლში დამხმარედ მუშაობდა. საუბარია, დაახლოებით, 10 000 ლარის ღირებულების სამკაულების ქურდობაზე.

როგორც თავად ირინა ონაშვილმა განაცხადა, ფაქტი გასული წლის ოქტომბერში მოხდა, თუმცა, სამართალდამცავებს გვიან მიმართა.

"დიდი მადლობელი ვარ ჩვენი პოლიციის, რომლებმაც ძალიან სწრაფად გამოიძიეს ეს საქმე. ფაქტი ოქტომბერში მოხდა, უბრალოდ გვიან განვაცხადე. განცხადების დაწერიდან ბევრი დრო არც გასულა. ის ჩემთან არც ისე დიდი ხანი მუშაობდა", - განაცხადა ონაშვილმა "ინტერპრესნიუსთან".

ქურდობაში ბრალდებული ქალი 20 თებერვალს დააკავეს. მას იურიდიული დახმარების ბიუროდან იცავს ადვოკატი, რომელიც ბრალდებულის ოჯახის წევრების თხოვნით, მომხდართან დაკავშირებით, კომენტარს არ აკეთებს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეოთხე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს, ქურდობას.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ბრალდებულ ქალს, რომელიც 3 მცირეწლოვანი შვილის დედაა, 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×