(რეზონანსი) "ქართული ოცნების" უკვე ყოფილი დეპუტატი ეკა ბესელია პარტიიდან ბექა ნაცვლიშვილის წასვლას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ნაცვლიშვილის ბოლო არ იქნება, ვინც უმრავლესობას დატოვებს.
„შემდეგი გედევან ფოფხაძე იქნება. ასევე, დაველოდოთ, შემდეგი ვინ იქნება. ბექა ნაცვლიშვილის პროტესტი არ მიკვირს, რადგან მდინარაძის მსგავს ადამიანებს პროტესტი არ ექნებათ, ყველანაირ სიტუაციას, ყველა დროს, ყველანაირ კომფორტს ერგებიან. ძალიან ჯანსაღი პროცესი მიდის, მომავალში თემატურ პროცესს ვხედავთ იმ ადამიანებთან ერთად, ვისაც მიმდინარე მოვლენებზე სწორი დამოკიდებულება აქვს", - განაცხადა ბესელიამ.
შეგახსენებთ, რომ ბექა ნაცვლიშვილი საპარლამენტო უმრავლესობას პარტია „სოციალ-დემოკრატებსა" და ფრაქცია დატოვა.
ნაცვლიშვილის წასვლის გადაწყვეტილება საპენსიო რეფორმის შესახებ მის მიერ მომზადებული პორექტის კენჭისყრაზე ჩავარდნას უკავშირდება.