რეზონანსი
22.02.2019

 (რეზონანსი) იაპონიის ქალაქ ოსაკაში, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მწვრთნელი, ირაკლი ცირეკიძე დააკავეს. ინფორმაცია საგარეო საქმეთა სამინისტროში დაადასტურეს.

ვეტერანი ძიუდოისტი ამჟამად პატიმრობიდან გათავისუფლებულია.

„იაპონიში საქართველოს საელჩოში, ქ. ოსაკის სამართალდამცავი უწყებების მხრიდან შევიდა შეტყობინება საქართველოს მოქალაქის დაკავების შესახებ. საქართველოს საელჩო კომუნიკაციაში იმყოფება როგორც აღნიშნულ საქართველოს მოქალაქესთან, ისე ადგილობრივ სამართალდამცავ უწყებებთან. ამ ეტაპზე საქართველოს მოქალაქე გათავისუფლებულია და აღნიშნულ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება" - ნათქვამია ინფორმაციაში.

ჯერჯერობით უცნობია რატომ მოხდა იაპონიაში ირაკლი ცირეკიძის დაკავება. ყოფილი ძიუდოისტი ოსაკაში საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების შეკრებაზე იმყოფება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×