რეზონანსი
22.02.2019

 (რეზონანსი) „ქართული ოცნების" მთავარ ოფისში საგანგებო სხდომა ჩაინიშნა. საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა 16:00 საათზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა პარლამენტში სხდომის გაჭიანურების გამო ჯერჯერობით იგვიანებს.

ოფისში უკვე მივიდა რამდენიმე დეპუტატი, მათ შორის რევაზ არველაძე და ლევან კობერიძე, რომლებმაც ეკა ბესელიას კანონპროექტს მხარი დაუჭირეს.

გავრცელებული ინფორმაციით, სხდომას პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი უხელმძღვანელებს.

ბოლო 24 საათში „ქართული ოცნება" 3 დეპუტატმა: ეკა ბესელიამ, ბექა ნაცვლიშვილმა და ლევან გოგიჩაიშვილმა დატოვა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×