რეზონანსი
22.02.2019

 (რეზონანსი) დეკანოზი გიორგი მამალაძე, რომელიც რამდენიმე დღის წინ, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, მატროსოვის საპატიმროდან ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს, ციხის საავადმყოფოში გადაჰყავთ.

როგორც დეკანოზის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი აცხადებს ექიმები ამ დროისთვის დეკანოზის სრულყოფილ დიაგნოზს ვერ ადგენენ.

„სრულყოფილი დიაგნოზი ჯერ არ გააჩნიათ. ექიმები ვერ ადგენენ დიაგნოზს, ჯერ ექსპერტიზის დასკვნა არ არის, ხოლო პირადი ექიმის ამბობს, რომ დეკანოზის საპატიმროში ყოფნა დაუშვებელია, რადგან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. მას ეს ყველაფერი მოუწყეს და ახლა მიჰყავთ ისევ საპატიმროს საავადმყოფოში. სამედიცინო კლინიკებში ვერ დაადგინეს ბოლომდე დიაგნოზი და ახლა ციხის საავადმყოფოში რა უნდა დაადგინონ? დეკანოზ გიორგი მამალაძის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება! ხალხო, გადავარჩინოთ მამა გიორგის სიცოცხლე", - აცხადებს რამიშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×