რეზონანსი
22.02.2019

 (რეზონანსი) "აქ გაიყო ჩვენი გზები. მე არასდროს არ ვცნობდი ამ ტიპის კოჰაბიტაციას და ამ ტიპის თანაცხოვრებას," - ეს განცხადება „ქართული ოცნების" ყოფილმა წევრმა, ეკა ბესელიამ გააკეთა და აღნიშნა, რომ ის არ ეთანხმებოდა ივანიშვილის ინიციატივას, რომ კოჰაბიტაცია შემდგარიყო.

„აქ გაიყო ჩვენი გზები. მე არასდროს არ ვცნობდი ამ ტიპის კოჰაბიტაციას და ამ ტიპის თანაცხოვრებას, როდესაც ის ადამიანი, ვისაც ჩვენ ვებრძოდით და იყვნენ მათ შორის პასუხისმგებელნი იმ ძალადობრივ სისტემაზე, დღეს ვხედავ ჩემი პოლიტიკური პარტიის შიგნით. ეს ჩემთვის არის მიუღებელი. მე ამოვწურე ყველა შიდა დიალოგის, პრობლემის გადაწყვეტის თუ მცდელობის რესურსი. მე არ გადამიდგამს ეს ნაბიჯი იქამდე, ვიდრე არ ვცადე ყველაფერი, რის ცდაც შემეძლო მე პირადად," - ამბობს ბესელია.

ეკა ბესელიამ უპასუხოდ დატოვა კითხვა, სთხოვა თუ არა ბიძინა ივანიშვილმა დარჩენა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×