რეზონანსი
22.02.2019

 (რეზონანსი) საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ მმართველი გუნდი დატოვა. აღნიშნულს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი გამოეხმაურა და აღნშნა, რომ ბესელიას წასვლას განიცდის:

„ფაქტია, რომ ჩვენი უმრავლესობის წარმომადგენლები, ქალბატონი ეკა, ბატონი ლევანი და სხვები, მე ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა და თან მოვისმინე მათი განცხადებებიც, პრაქტიკულად გადაწყვეტილება აქვთ მიღებული, რომ უმრავლესობაში აღარ იმუშაონ.

მე, რა თქმა უნდა, როგორც ოპტიმისტი ადამიანი ყოველთვის და ყველგან იმედს ვინარჩუნებ, რომ ეს ასე არ მოხდება, თუმცა რეალობა არის ჩემთვის მტკივნეული და ამას მე ძალიან განვიცდი,"- განაცხადა წულუკიანმა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×