რეზონანსი
22.02.2019

 (რეზონანსი) imedinews-ის ცნობით, ქართველი ფეხბურთელები მართლაც დააკავეს და უკვე გაიმართა პირველი სასამართლო მოსმენა. უცნობია როდის გაიმართება მეორე. თურქეთში საქართველოს კონსულის თქმით, ამჟამად ფეხბურთელები თავისუფლები არიან, თუმცა მათ ხელი მოაწერეს ქვეყნიდან გაუსვლელობაზე დოკუმენტს.

მათივე ინფორმაციით, კონსული უკვე ესაუბრა საფეხბურთო კლუბის მწვრთნელს და სხვა წარმომადგენლებს ისინი ამ დრომდე კონტაქტზეა მათთან. საკონსულოში აცხადებენ, რომ სხვა ინფორმაციას ამ საკითხთან დაკავშირებით არ ფლობენ და მოგვიანებით ამ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო გაავრცელებს.

საფეხბურთო კლუბ „ცხინვალის" პრესსამსახურში განაცხადეს, რომ დაკავების ინციდენტი არ ყოფილა, არამედ პრობლემა იყო ჩეკებთან დაკავშირებით. „გაუგებრობა მოხდა. ფეხბურთელები ამჟამად ვარჯიშობენ", - თქვეს კლუბში.

დღეს თურქულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ 5 ქართველი ფეხბურთელი ანკარაში ქურდობისთვის დააკავეს. გავრცელებულ ცნობას გამოეხმაურა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი და ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში კლუბს შესაბამისი ზომების მიღებისკენ მოუწოდა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×