რეზონანსი
22.02.2019

 (რეზონანსი) ეკა ბესელიამ "ქართული ოცნება" დატოვა. ამის შესახებ ბესელიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

მისი პარტიის და უმრავლესობის დატოვების მიზეზი უმრავლესობის მიერ ჩაგდებული კანონპროექტი გახდა, რომელოიც ბესელიამ და მისმა 8 თანამოაზრემ წარუდგინეს საკანონმდებლო ორგანოს.

შეგახსენებთ, გუშინ პარლამენტში ეკა ბესელიას და მისი 8 თანამოაზრის კანონპროექტი ჩავარდა. ამის შემდეგ უმრავლესობა ლევან გოგიჩაიშვილმა დატოვა.

მანამდე პარლამენტის პლენარულ სესიაზე ცხრა დეპუტატის მიერ მომზადებული "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონპროექტი განიხილეს. "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონში ცვლილებები რაიონულ და სააპელაციო სასამართლოებში 2024 წლის 31 დეკემბრამდე მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერებას ითვალისწინებდა.

კანონპროექტს ხელს აწერენ დეპუტატები: ეკა ბესელია, ზვიად კვაჭანტირაძე, ალექსანდრე ერქვანია, გედევან ფოფხაძე, კობა ნარჩემაშვილი, ლევან გოგიჩაიშვილი, ლევან კობერიძე, დავით ჭიჭინაძე და ოთარ ჩრდილელი.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×