რეზონანსი
22.02.2019

 პარლამენტის ყოფილი წევრი ელისო ჩაფიძე "ფეისბუქის" გვერდზე, ემოციურ  მიმართვას აქვეყნებს:

"მადლიერება ადამიანის ერთ-ერთი საუკეთესო თვისებაა და მისი თქმა არასოდეს არაა ზედმეტი, თუ მლიქვნელობისგან დაცლილია. ახლა, უფლის წყალობითა და ძლიერი პროფესიონალების დახმარებით ყველაფერი კარგადაა. კარგი მაგალითები გადამდებია, სიკეთე კი ანათებს და ასხივებს. ვისურვებდი, ჩვენს სამშობლოში ყველა საქმის პროფესიონალი სწორედ ასე ზრუნავდეს მოქალაქეებზე და ქვეყანაზე, როგორც იზრუნეს ჩემზე ღუდუშაურის კლინიკაში… ამ ადამიანების ძალისხმევით ჩვენი ოჯახი დღეს ორი პატარის: მარიამისა და თამარის ბედნიერი მშობლები გავხდით. ყველას ბედნიერებას და ჯანმრთელობას გისურვებთ", - წელს ელისო ჩაფიძე.

"რეზონანსი" ულოცავს ელისო ჩაფიძეს მარიამისა და თამარის დაბადებას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×