რეზონანსი
22.02.2019

 პორტალ haberler.com-ის ცნობით, პოლიციამ 5 ქართველი ფეხბურთელი დააკავა. ისინი საქართველოს ჩემპიონატის ეროვნული ლიგა-2-ის ფეხბურთელები არიან. ისინი ანტალიაში, კონიალტის სავაჭრო ცენტრიდან სხვადასხვა სპორტული საქონლის, სულ 9 ერთეულის, ქურდობაში არიან ეჭვმიტანილები.

მაღაზიის თანამშრომლებმა ნივთები მაღაზიის დაკეტვის დროს მოისაკლისეს და პოლიცია გამოიძახეს. მას შემდეგ, რაც დადგინდა ნივთების მოპარვის დრო, პოლიცია იმ დროს მაღაზიაში მყოფი ვიდეოთვალით დაფიქსირებული კლიენტების გადამოწმება დაიწყო და ხუთი პიროვნება, რომლებიც მაღაზიიდან გასულები ავტომობილით წავიდნენ, საეჭვოდ მიიჩნია.

მანქანის ნომრების შემოწმებით დადგინდა, რომ საეჭვო პირები ქურდობის ადგილიდან დაახლოებით 40 კმ-ის დაშორებით მდებარე დასახლებული პუნქტ ბელეკის 5-ვარსკვლავიან სასტუმროში მცხოვრები ცხინვალის "ცხინვალის" ფეხბურთელები გიორგი ბ., კახა კ., პაპუნა მ., დათა ს. და გურამ მ. ქირით გამოყვანილი მანქანით ჩავიდნენ კონიალტის სავაჭრო ცენტრამდე და შემდეგ უკან დაბრუნდნენ. პოლიციამ ხუთივე მათგანი დააკავა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×