რეზონანსი
22.02.2019

 ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში დაჭრილი 46 წლის ოთარ მუქია გარდაიცვალა. იგი სანადირო თოფიდან გასროლილმა ტყვიამ იმსხვერპლა. მამაკაცი კრიტიკულ მდგომარეობაში, მრავლობითი ჭრილობით ფოთის ცენტრალურ კლინიკურ საავადმოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

შემთხვევის შედეგად დაიჭრა კიდევ ერთი შუახნის მამაკაცი. მედიკოსების ინფორმაციით, გია ტუღუშის მდგომარეობა სტაბილურია.

საგამოძიებო მოქმედებები შემთხვევის ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. გამოიკითხნენ მოწმეები. თავდასხმის მოტივი ამ ეტაპზე უცნობია. გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრის ფაქტს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. თუმცა, ამ ვერსიას არ ადასტურებენ გარდაცვლილისა და დაჭრილის საერთო ახლობლები. მათი თქმით, საქმეში მესამე პირიც ფიგურირებს, თუმცა მისი ვინაობა უცნობია.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო. მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×