რეზონანსი
22.02.2019

 თბილისის მერის განცხადებით, ხელისუფლება მიწების უკანონოდ მითვისებას არ დაუშვებს. ამის შესახებ კახა კალაძემ ქალაქის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა და რამდენიმე მაგალითი მოიყვანა.

"არავის მივცემთ შესაძლებლობას, რომ მუნიციპალიტეტის და სახელმწიფოს მიწები ასე ყაჩაღურად მიიტაცოს. აღნიშნული ტრანშეები უკვე შევსებულია და მიწა მოსწორებულია.

არსებობენ გარკვეული ჯგუფები, ვინც ამგვარ ქმედებებს სჩადიან. რა თქმა უნდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციას მივაწვდით და ამ უკანონობას ერთიანი ძალისხმევით შევეწინააღმდეგებით. ყველამ პატივი უნდა ვცეთ კანონს.

ეს ადამიანები ამ ქმედებებით თბილისის მერიას და ზოგადად, სახელმწიფოს უპირისპირდებიან.  არის შემთხვევები, რომ პატარა სახლებიც აქვთ ჩადგმული და ჰგონიათ, ვინმე ამას დაუკანონებს.

ისინი ძალიან ცდებიან. ყველა ბერკეტს გამოვიყენებთ, რომ ეს მიწები ისევ მუნიციპალიტეტის საკუთრებაში დაბრუნდეს. თუ საჭირო იქნება სადემონტაჟო სამუშაოების ჩატარება მოახდინეთ, კანონის შესაბამისად იმოქმედეთ“, – განცხადა კახა კალაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×