რეზონანსი
21.02.2019

 (რეზონანსი) თბილისში, სიხარულიძის ქუჩაზე ძმამ საკუთარი ძმა მოკლა. როგორც „პრაიმტაიმს" ადგილობრივებმა განუცხადეს გარდაცვლილი გიორგი ჩოხელი გახლავთ, რომელსაც ცეცხლსასროლი იარაღიდან საკუთარმა ძმამ, დავით ჩოხელმა ესროლა.

მეზობლების გადმოცემით, მკვლელობას წინ უძღოდა ძმებს შორის არსებული კონფლიქტი. მათი თქმით, დავით ჩოხელი ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა, რა დროსაც ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ძმის მიმართულებით გაისროლა. მიხეილ ჩოხელი ადგილზე გარდაიცვალა. მეზობლების განცხადებით, ძმებს შორის დაპირისპირება აქამდეც არაერთხელ ყოფილა.

შსს-ს დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა დავით ჩოხელი ბრალდებულის სტატუსით ცხელ კვალზე დააკავეს. მას დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის გარდა ბრალი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა ტარების მუხლითაც ედება.

დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×