რეზონანსი
21.02.2019

 (რეზონანსი) დებუტატი ლევან გოგიჩაიშვილი პარლამენტის თავმჯდომარეს არაადეკვატურს უწოდებს და ამბობს, რომ ირაკლი კობახიძე ამ თანამდებობისთვის შეუფერებელია.

„ძალიან არაადეკვატურია ეს ადამიანი, თანამდებობას არ შეესაბამება, რომელზეც არის. რეალობის განცდა დაკარგული აქვს, მორალურზე აღარაფერს ვამბობ, რადგან ჩინჩალაძის მორალია, როცა ამბობ, რომ ცუდი იყო და ახლა კარგი გახდა", - აღნიშნა ლევან გოგიჩაიშვილმა.

„საერთო სასამართლოების შესახებ" ცხრა დეპუტატის მიერ მომზადებული კანონპროექტის განხილვისას ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, „კონსენსუსი, რომელიც დარბაზში არის ჩამოყალიბებული უმრავლესობის რამდენიმე წევრსა და „ნაციონალურ მოძრაობას" შორის, აბსოლუტურად ყველაფერზე მეტყველებს".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×