რეზონანსი
21.02.2019

 (რეზონანსი) "ბატონ ბიძინას ძალიან დიდი პატივს ვცემ, სიკეთის მეტი ჩემთვის არაფერი გაუკეთებია, მაგრამ სიმართლე ხომ უნდა ვთქვა?", - ამის შესახებ განცხადებას დეპუტატი კობა დავითაშვილი აკეთებს, რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ მან პოლიტიკაში დაბრუნება დააანონსა და განაცხადა, რომ მთაწმინდის მაჟორიტარ დეპუტატად აპირებს კენჭის ყრას.

"როცა მიჭირდა, ყოველთვის მეხმარებოდა. შეიძლება ითქვას, რომ სიცოცხლე შემინარჩუნა. ის ჩემთვის როგორც პიროვნება ძალიან ძვირფასია, მაგრამ როგორც პოლიტიკოსი ქვეყანას არ გამოადგება.

მას პოლიტიკა არ უყვარს, სძულს, პოლიტიკოსებიც ეჯავრება. ამიტომ გაწმინდა თავისი პარტია პოლიტიკოსებისგან. არასდროს გამოგივა საქმე რომელიც გეჯავრება. ამიტომ ჯობია ისევ იმ საქმით დაკავდეს, რაც კარგად გამოდის, მაგალითად, ბიზნესით და ქველმოქმედებით. ერთი წლის წინ ისევ რომ დაბრუნდა პოლიტიკაში, იმედი მომეცა, რომ ახლა მაინც დაალაგებდა სიტუაციას, მაგრამ პირიქით მოხდა, ყველაფერი საბოლოოდ აურია. მისი გატარებული პოლიტიკა მცდარია, არამარტო მოსამართლეების და კოჰაბიტაციის საკითხებში, არამედ სხვა ბევრი მიმართულებითაც", - აცხადებს დავითაშვილი "კვირის პალიტრასთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×