რეზონანსი
21.02.2019

 (რეზონანსი) გავრცელებული ინფორმაციით, წერეთლის გამზირზე ელექტრობუხრების მაღაზია გაქურდეს. მძარცველმა ლეპტოპი და საბუთები წაიღო. როგორც მაღაზიის კონსულტანტი ამბობს, ვიდეოჩანაწერში ჩანს, რომ ქურდობა სამმა არასრულწლოვანმა ჩაიდინა, მათ შორის ერთი ორსული გოგონა იყო.

„დათვალიერების შედეგად იყო წაღებული ლეპტოპი. კამერა, რომელი უყურებდა კარს, იყო ქვემოთ დაწეული. სავარაუდოდ, წუთნახევარზე მეტი არ იყვნენ გაჩერებულები. რამდენიმე დოკუმენტი წაღებულია და მიყრილ-მოყრილი იყო ყველაფერი," - აცხადებს კონსულტანტი.

როგორც "ნიუპოსტს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ქურდობის ფაქტი მოხდა. თუმცა, ორსული გოგონას, მონაწლეობა მომხდართან დაკავშირებით არ დასტურდება.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×