რეზონანსი
21.02.2019

 შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივებისა და ძველი თბილისის სამმართველოების თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვისა და შეუტყობინებლობის ბრალდებებით 5 პირი: 1985 წელს დაბადებული ლ.ს., 1968 წელს დაბადებული ზ.ს., 1983 წელს დაბადებული მ.ხ., 1992 წელს დაბადებული ლ.პ. და 1987 წელს დაბადებული გ.დ. დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დაკავებულთა ვინაობას არ ხმაურდება, თუმცა ცნობილი გახდა, რომ დაკავებულთა შორის არიან მამა-შვილი ლაშა და ზაზა სიხარულიძეები. შვილს ბრალი განზრახ მკვლელობის მცდელობისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლით წარედგინა, მამას კი დანაშაულის შეუტყობინებლობასა და დაფარვას ედავებიან. დანაშაულის დაფარვის ბრალდებით ასევე დაკავებულნი არიან 36 წლის მიხეილ ხაჩიძე, 27 წლის ლევან პეტრიაშვილი და 31 წლის გიორგი დიდებულიძე.

გამოძიებით დადგინდა, რომ 19 თებერვალს, თბილისში,  ვერცხლის ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ბრალდებულმა ლ.ს.-მ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სხეულზე ჭრილობა მიაყენა 1976 წელს დაბადებულ ბ.ბ.-ს, რის გამოც იქვე მყოფმა, 1979  წელს დაბადებულმა ა.ბ.-მ, თანნაქონი ცეცხლსასროლი იარაღით,  კონფლიქტში მონაწილე პირების მიმართ საპასუხო გასროლები განახორციელა.

აღნიშნული სროლის დროს, მან სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა 1969 წელს დაბადებულ ზ.ჯ.-ს, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. კონფლიქტში მონაწილე სხვა პირები კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×