რუსთავის მერს ირაკლი ტაბაღუას ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილის უჩა მამაცაშვილის ახლო ნათესავი კობა კოკოლაშვილი ფიზიკურად გაუსწორდა. მიღებული დაზიანებების გამო მერი კლინიკაშიც მოხვდა.
"უჩა მამაცაშვილის ოჯახის უახლოესი ნათესავები, დაუპირისპირდნენ ტაბაღუას. ეს ისევ უკავშირდება არჩევნებს და იქ ძალაუფლების გადანაწილებას, დაუპირისპირდნენ რუსთავის მერს და ფაქტიურად ფიზიკურად გაუსწორდნენ. ერ მოხდა დაახლოებით ერთი თვის წინ, ძალიან ბევრი ქართული ოცნების აქტივისტი და სხვათაშორის ჩინოვნიკიც ადასტურებს ამ ყველაფერს", - აცხადებს ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს წევრი, თელავის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, გიორგი ბოტკოველი.
ტაბაღუა ირწმუნება, რომ უჩა მამაცაშვილის ნათესავთან არანაირი კონფლიქტი არ ჰქონია.
მერი ადასტურებს, რომ კლინიკაში იმყოფებოდა და შესაბამისი ბიულეტენიც აიღო.
"ჩემი ავადმყოფობა ამ პერიოდს არ დამთხვევია, შეგვიძლია ვნახოთ როდის ვიყავი ბიულეტინზე", - აცხადებს ირაკლი ტაბაღუა.
(ნიუპოსტი)