რეზონანსი
21.02.2019

 შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვერცხლის ქუჩაზე ზვიად ჯაფარიძის მკვლელობის საქმე გახსნა. ამ დროისთვის დაკავებულია ხუთი პირი, თუმცა უშუალოდ განზრახ მკვლელობაში მხილებული ა.ბ ამ დრომდე იძებნება.

შსს დაკავებულთა ვინაობას არ ახმაურებს, თუმცა “პრაიმტაიმისთვის” ცნობილი გახდა, რომ დაკავებულთა შორის არიან მამა-შვილი ლაშა და ზაზა სიხარულიძეები. შვილს ბრალი განზრახ მკვლელობის მცდელობისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლით წარედგინა, მამას კი დანაშაულის შეუტყობინებლობასა და დაფარვას ედავებიან. დანაშაულის დაფარვის ბრალდებით ასევე დაკავებულნი არიან 36 წლის მიხეილ ხაჩიძე, 27 წლის ლევან პეტრიაშვილი და 31 წლის გიორგი დიდებულიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×