რეზონანსი
21.02.2019

 იტალიაში მეუღლეზე ძალადობაში ბრალდებული საქართველოს მოქალაქე დააკავეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, დაკავებულია ემპოლიში მცხოვრები 38 წლის მამაკაცი, რომელსაც ოჯახური ძალადობაში, გაუპატიურებასა და ძარცვაში ადანაშაულებენ,

გამოძიების ცნობით, მამაკაცის მეუღლეს სისტემატიურად სცემდა. სამართალდამცავების აცხადებენ, რომ ბრალდებული მეუღლეს აიძულებდა ემუშავა და ხელფასი მისთვის მიეტანა. მსხვერპლის მტკიცებით, მეუღლემ ის რამდენჯერმე გააუპატიურა.

მამაკაცის დაკავება კარაბინიერბმა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც ის ნაცემ ქალს, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს, დანით დაემუქრა.

ამჟამად საქართველოს მოქალაქე წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×