რეზონანსი
21.02.2019

 დაახლოებით 1 საათის წინ თბილისში ჯიქიას ქუჩაზე, სამაშველო სამსახური იყო მობილიზებული.

მაშველები ადგილობრივებმა მას შემდეგ გამოიძახეს, რაც კორპუსში ბუნებრივი აირის სუნი იგრძნეს.

როგორც “პრაიმტაიმს” საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუმარტეს, შესაბამისი ჯგუფები ადგილზე ოპერატიულად გამოცხადნენ, თუმცა ამ ეტაპზე რაიმე საფრთხე არ არსებობს.

ადგილზე იმყოფება “ყაზტრანსგაზის” საავარიო სამსახურიც. კომპანიის წარმომადგენლების თქმით, შემოწმების შედეგად გაჟონვის ფაქტი არ დადასტურდა. კორპუსს ბუნებრივი აირი ჩვეულებისამებრ მიეწოდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×