რეზონანსი
20.02.2019

38 წლის ქალი მეუღლეს და მაზლს არაადამიანურ მოპყრობასა და ძალადობაში ადანაშაულებს. როზა ზარანდია აცხადებს, რომ მან 19 დღე ტყვეობაში გაატარა. მისი თქმით, მაზლმა მისთვის უცნობ ქალთან ერთად რუსეთში გაიტაცა, სადაც არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი გახდა.

38 წლის ქალი ყვება, რომ ამ ხნის განმავლობაში საკუთარ მაზლს დაბმული ჰყავდა, აიძულებდა საკუთარი შარდი დაელია და ფიზიკურად უსწორდებოდა.

38 წლის ქალი ამტკიცებს, რომ ძალადობის მსხვერპლი იყო მეუღლის მხრიდანაც და ხშირად ქმარი და მაზლი შეთანხმებულად მოქმედებდნენ. მისი თქმით, ზეწოლის მიზანი როზა ზარანდიას კუთვნილი ქონების მისაკუთრება იყო. "კურიერთან" ქალი ყვება, რომ მეუღლე მორალურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას დღემდე აგრძელებს. ქალი ამტკიცებს, რომ მოსკოვში მყოფი მეუღლე მას უძრავი ქონების გადაფორმებას სთხოვს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×