რეზონანსი
20.02.2019

გუშინ თბილისში, ვერცხლის ქუჩაზე მკვლელობა მოხდა - ზვიად ჯაფარიძის მკვლელობის საქმეში მთავარ ბრალდებულზე პოლიციამ ძებნა გამოაცხადა. მოკლულის ახლობლების მტკიცებით, მას კონფლიქტი არავისთან ჰქონია, თუმცა ცნობილია, რომ პოლიცია დანაშაულის ერთ-ერთ ვერსიად სწორედ პირად შურისძიებას განიხილავს.

„კურიერის" ინფორმაციით, ზვიად ჯაფარიძის განზრახ მკვლელობისთვის სამართალდამცველები ალექსანდრე ბიძინაშვილს ეძებენ. მოკლულ ჯაფარიძეს და ძმებ ალექსანდრე და ბესო ბიძინაშვილებს დიდი ხნის ნაცნობობა აკავშირებთ, თუმცა ბოლო თვეებში ურთიერთობა დაეძაბათ.

წყაროს ინფორმაციით, ბიძინაშვილებს ჯაფარიძის ახლობელთან კონფლიქტი ჰქონდათ, ჯაფარიძე უთანხმოების მოგვარებას ცდილობდა და შუამავლის როლს ასრულებდა. გუშინ მკვლელობამდეც ის ბიძინაშვილებთან შეხვედრაზე იყო.

ასევე ირკვევა, რომ საუბარი კონფლიქტში მალევე გადაიზარდა, რა დროსაც ჯაფარიძემ ბიძინაშვილს ესროლა. დაიჭრა 42 წლის ბესო ბიძინაშვილი, რომელსაც გადაუდებელი ოპერაცია წუხელვე რესპუბლიკურ საავადმყოფოში ჩაუტარდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×