რეზონანსი
20.02.2019

ემზარ კვიციანს იმედი აქვს, რომ მისი „ქართული ემიგრაციის, დემოგრაფიული და ეკონომიკური ცენტრის"ანგარიშზე ივანიშვილი მსხვილ ჩარიცხვას გააკეთებს. აღნიშნული ორგანიზაცია კვიციანმა თანამოაზრეებთან ერთად შეყვარებული წყვილების აღრიცხვისთვის და ოჯახის შექმნაში დახმარებისთვის შექმნა:

"ანგარიში ორი დღის წინ გაიხსნა, ჯერჯერობით, ჩარიცხვაზე არაფერი ინფორმაცია არ გვაქვს. მაგრამ იმედია, აუცილებლად მიიღებენ მონაწილეობას ადამიანები, მხედველობაში მაქვს თვითონ ემიგრაციაში მყოფი წარმატებული ბიზნესმენები, რომლების თხოვნითაც შეიქმნა ეს ცენტრი. დიდი იმედი მაქვს, ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც რომ ასე თავგამოდებით არის ქველმოქმედი და ამდენი წელიწადია, ქართველი ხალხის გვერდშია, ალბათ, ერთი კაი მსუყე ჩანარიცხს გააკეთებს. ყველა ის ადამიანი, ვისაც ქართველების და საქართველოს წინსვლა და გაძლიერება უნდა, ყველა მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის, დეპუტატები", - განაცხადა კვიციანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×