რეზონანსი
20.02.2019

 (რეზონანსი) "ქართული მარშის" ერთ-ერთი ლიდერი სანდრო ბრეგაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც აცხადებს, რომ 15-30 ივნისს "გეი-მარში" ვეღარ ჩატარდება.

მისივე თქმით, ამ პერიოდში "ქართულ მარშს" ექნება აღნიშნული ტერიტორია დაკავებული.

"გეი-მარში ვეღარ ჩატარდება!!! ქართულმა მარშმა მერიაში შეიტანა განაცხადი-15-30 ივნისს რუსთაველის გამზირი ქართულ მარშს ექნება დაკავებული !!! თუ დაარღვევენ კანონს და წამოვლენ გეი-აღლუმით, მაშინ ჩვენ იქ დავხვდებით და არ მივცემთ კანონის დარღვევის საშუალებას !!! ლიბერასტებო-ახლა ადით ფუნიკულიორზე და გამოექანეთ !!"- წერს სანდრო ბრეგაძე სოციალურ ქსელში.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×