რეზონანსი
20.02.2019

 (რეზონანსი) მძღო­ლებს ავ­ტო­მან­ქა­ნის უფა­სოდ პარ­კი­რე­ბა დღე­ში 4-ჯერ, 15-15 წუ­თით შე­ეძ­ლე­ბათ. პარ­კი­რე­ბა­ზე გა­და­სა­ხა­დის და­წე­სე­ბის სა­კი­თხზე თბი­ლი­სის მერ­მა დე­და­ქა­ლა­ქის მთავ­რო­ბის დღე­ვან­დელ სხდო­მა­ზე ისა­უბ­რა.

„ყვე­ლა მან­ქა­ნა უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი იქ­ნე­ბა დღე­ში 4 უფა­სო 15 წუ­თი­ა­ნი პარ­კი­რე­ბით. შე­საძ­ლებ­ლო­ბა იქ­ნე­ბა დღე­ში 4-ჯერ გა­მო­ი­ყე­ნოს ადა­მი­ან­მა ეს დრო", - აღ­ნიშ­ნა კა­ლა­ძემ.

ამას­თან, დე­და­ქა­ლა­ქის მე­რის თქმით, „სა­ა­თობ­რი­ვი პარ­კი­რე­ბის გა­დახ­და შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა, რო­გორც მო­ბი­ლუ­რი აპ­ლი­კა­ცი­ით, ასე­ვე, ქუ­ჩა­ში და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი აპა­რა­ტე­ბის მეშ­ვე­ო­ბით".

„ზო­ნა­ლუ­რი პარ­კი­რე­ბი­დან შე­მო­სუ­ლი თან­ხე­ბი მთლი­ა­ნად აკუ­მუ­ლი­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა სატ­რან­სპორ­ტო კომ­პა­ნი­ა­ში და მოხ­მარ­დე­ბა მხო­ლოდ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტის გან­ვი­თა­რე­ბას", - გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, გა­და­სა­ხა­დი ასე­ვე არ შე­ე­ხე­ბა ელექტროძ­რა­ვი­ან ავ­ტო­მო­ბი­ლებს და შშმ პი­რე­ბის მან­ქა­ნებს.

„რაც შე­ე­ხე­ბა ტაქ­სებს, მათ­თვის სხვა­დას­ხვა ად­გი­ლებ­ში უკვე გა­მო­ყო­ფი­ლია სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­პარ­კინ­გე ად­გი­ლე­ბი", - აღ­ნიშ­ნა კა­ლა­ძემ.

დე­და­ქა­ლაქ­ში პარ­კი­რე­ბა­ზე სა­ა­თობ­რი­ვი გა­და­სა­ხა­დი, თავ­და­პირ­ვე­ლად რამ­დე­ნი­მე ქუ­ჩა­ზე, 1-ელი ივ­ლი­სი­დან და­წეს­დე­ბა.

რო­გორც თბი­ლი­სის მერ­მა კახა კა­ლა­ძემ დე­და­ქა­ლა­ქის მთავ­რო­ბის დღე­ვან­დელ სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და, სა­პი­ლო­ტე პრო­ექ­ტი თავ­და­პირ­ვე­ლად კოტე აფხა­ზი­სა (ლე­სე­ლი­ძის) და მის მიმ­დე­ბა­რე ქუ­ჩებ­ზე და­ი­ნერ­გე­ბა.

პარ­კი­რე­ბის სა­ა­თობ­რი­ვი სა­ფა­სუ­რი არ შე­ე­ხე­ბა სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ად­გი­ლის მიმ­დე­ბა­რედ პარ­კი­რე­ბულ სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბებს. გა­და­სა­ხა­დი ასე­ვე არ შე­ე­ხე­ბა ელექტროძ­რა­ვი­ან ავ­ტო­მო­ბი­ლებს და შშმ პი­რე­ბის მან­ქა­ნებს.

 

 

"ამბები.ჯი"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×