რეზონანსი
20.02.2019

 (რეზონანსი) დღეს მმართველი პარტიის პოლიტიკური საბჭოს დახურული სხდომა გაიმართა. რომლის შემდეგაც ცნობილი გახდა „ქართული ოცნების" გადაწყვეტილება, ეკა ბესელიასა და მისი თანამოაზრეების მიერ შემუშავებულ კანონპროეტთან დაკავშირებით სასამართლო სისტემის ცვლილებებზე. მმართველი პარტია კანონპროექტს მხარს არ დაუჭერს.

აღნიშნულის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ბიძინა ივანიშვილი ეკა ბესელიას პირისპირ შეხვდა, თუმცა, ბესელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნულს პირდაპირი პასუხი არ გასცა:

„არ მინდა ამ თემაზე ლაპარაკი, დახურულ შეხვედრებზე ნუ ვისაუბრებთ, არ არის ეს ისეთი თემა, რომელზეც საჭირო იყოს საჯაროდ საუბარი", - განაცხადა ბესელიამ.

მისივე თქმით, არანაირი მითითება მისი მმართველი გუნდიდან წასვლის შესახებ არ ყოფილა:

„არანაირი მითითება ამის არ ყოფილა და არც სურვილი არ არის ხელმძღვანელების მხრიდან. ასეთი მითითება ან სურვილი რომ პარტიის ლიდერს ან თავმჯდომარეს ჰქოდნეს, არასდროს მიგრძვნია.

პირადად ჩემი გადაწყვეტილება, დავტოვებ თუ არა უმრავლესობას, დამოკიდებული იქნება ხვალინდელ კენჭისყრაზე. ბევრი საკითხი დაგროვდა, რომელსაც ვაკვირდებოდი. მე ეს პროცესი გავაანალიზე. ვნახოთ, როგორი იქნება განხილვის შედეგები. ამ შედეგებზე აისახება ჩემი გადაწყვეტილება. ახლა მთავარია, რას იზამს უმრავლესობა. დროებით შევაჩერებთ თუ არა მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნას.

მე ვერავინ ვერ გამრიცხავს, ამის უფლებას თავს არავინ აძლევს, ამის უფლე არ აქვს არც პარლამენტის თავმჯდომარეს, ასეთი რამ არ უთქვამს არც პარტიის ლიდერს, არავინ მელაპარაკება ამ ტონით და ამ ფორმით", - განაცხადა ეკა ბესელიამ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×