რეზონანსი
20.02.2019

 (რეზონანსი) პარლამენტის ყოფილი წევრი სოსო ჯაჭვლიანი მკლავჭიდის დარბაზიდან ინვენტარის მოპარვას უარყოფს და აცხადებს, რომ ფედერაციაში 5 თვეა არ ყოფილა. ჯაჭვლიანი ცილისწამების გამო ჩივილს აპირებს.

"5 თვეა ფედერაციაში არ ვყოფილვარ. ეს ზღაპრები მოუყვნენ იმას, ვინც დაიჯერებს. აუცილებლად ვუჩივლებ, ვინც ქურდობა დამაბრალა", - განაცხადა სოსო ჯაჭვლიანმა.

შეგახსენებთ, უნივერსიტეტის ქუჩაზე მკლავჭიდელთა დაბრაზი გაქურდეს. წაღებულია ელექტროტექნიკა და ყველა ინვენტარი, რომლითაც სპორტსმენები ვარჯიშობენ. ქურდობის ფაქტი მკლავჭიდის ფედერაციის პრეზიდენტმა ერეკლე გურჩიანმა აღმოაჩინა. მისი განცხადებით, სავარჯიშო დარბაზიდან ნივთები სოსო ჯაჭვლიანმა წაიღო და ეს სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირა.

"გავიგე, რომ თურმე სოსო ჯაჭვლიანის ხელი ურევია ამაში. ასე მოსულა და წაუღია ჩემი სპორტული დარბაზიდან ინვენტარი. გაუტეხიათ კარები და წაიღო", - აცხადებს ფედერაციის პრეზიდენტი ერეკლე გურჩიანი.

მისივე თქმით, მასსა და სოსო ჯაჭვლიანს შორის დაპირისპირება წლებია, გრძელდება. გურჩიანის განცხადებით, ჯაჭვლიანი მას პრობლემებს მას შემდეგ უქმნის, რაც ის პოლიტიკაში წავიდა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×