რეზონანსი
20.02.2019

 (რეზონანსი) "კურიერის" ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ ეკა ბესელია "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს შუშის სასახლეში შეხვდა.

"რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, მოლაპარაკება, პოლიტსაბჭოს დღევანდელი სხდომის და საგანგებო განცხადების შემდეგ დაიგეგმა.

შეგახსენებთ, რომ პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მმართველი გუნდი ბესელიას ინიციატივას მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შესახებ მხარს არ დაუჭერდა. თავად ბესელიამ კი კობახიძის მიერ დასახელებულ არგუმენტებს არასწორი ინფორმაცია უწოდა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×