რეზონანსი
20.02.2019

 (რეზონანსი) ირანში ხაშურელი ქალი გარდაიცვალა. ია გელაშვილი რამდენიმე წელია ემიგრაციაში იმყოფებოდა,ის ოჯახში მომვლელად მუშაობდა.

როგორც ოჯახის ახლობელმა "პრაიმტაიმს" განუცხადა, გარდაცვალება საწმენდმა საშუალებებმა გამოიწვია.

„გარდაცვალების ზუსტი მიზეზი არ ვიცით, როგორც გავარკვიეთ საწმენდი საშუალებების შესუნთქვის შედეგად არის გარდაცვლილი, ალბათ მოიწამლა. როგორც გვითხრეს ოჯახმა სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახა, თუმცა მედიკოსებმა მისი გადარჩენა ვეღარ მოახერხეს. კრიჭა შეეკრა,ვეღარ სუნთქავდა და გარდაიცვალა," - განაცხადა ახლობელმა.

41 წლის გარდაცვლილს ორი 12 და 10 წლის შვილი დარჩა.

 

"პრაიმტაიმი""

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×