რეზონანსი
20.02.2019

 (რეზონანსი) აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში, ოჩამჩირის რაიონის სოფელ კინდღში, რომელიც ზუგდიდიდან რამდენიმე ათეულ კილომეტრში მდებარეობს, რუსეთი ღრმაწყლოვანი პორტის აშენებას აპირებს. ამის შესახებ "თაიმერს" ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა განუცხადეს ექსკლუზიურად.

მათი თქმით, ადგილზე მძიმე ტექნიკა მუშაობს, მანამდე კი წინასწარი სახის სამუშაოები ჩატარდა. მშენებლობის ტერიტორიაზე მობილიზებულნი არიან რუსეთის სპეცსამსახურები. ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ კინდღში, რომელიც ანაკლიიდან 80 კილომეტრში მდებარეობს, რუსეთი პორტს სამხედრო გემებისთვის აშენებს. "თაიმერი" საქართველოს ხელისუფლებისგან აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მალე კომენტარებს მოიპოვებს.

 

"კომერსანტი"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×