რეზონანსი
20.02.2019

 (რეზონანსი) საფრანგეთში პოლიციამ 129 ბოთლი ძვირადღირებული ალკოჰოლური სასმელის მოპარვისთვის საქართველოს მოქალაქეები დააკავა. ფრანგული მედიის ცნობით, 36 და 28 წლის მამაკაცები საფრანგეთის ქალაქ გაპის სასამართლოს წინაშე გუშინ წარდგნენ.

გამოძიების ცნობით, მათ მაღაზიიდან ძვირადღირებული ვისკი, კონიაკი და შამპანური მოიპარეს. დაკავების შემდეგ პოლიციამ მათი ბინა გაჩხრიკა, სადაც 129 ბოთლი ძვირადღირებული ალკოჰოლური სასმელი აღმოაჩინა.

არსებული ინფორმაციით, მოსამართლემ ერთს 3 წლით, მეორეს კი,1 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

 

"ინფორუსთავი"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×