რეზონანსი
20.02.2019

 (რეზონანსი) ავტომობილი რომელიც გუშინ ვერცხლის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობაშ ფიგურირებს სამართალდამცავებმა, გუშინვე მიმდებარე ტერიტორიაზე კამერების გაშიფვრის შემდეგ აღმოაჩინეს. ავტომობილს დაზიანებები ეტყობა. პოლიცია მისი მეპატრონის ვინაობის დადგენაზე მუშაობს. ავტომობილი არის ვერცხლისფერი ფოლკსვაგენი სახელმწიფო ნომრით CV-139-VC.

დღეს კიდევ ერთი დეტალი გახდა ცნობილი, ზვიად ჯაფარიძის გარდა, რომელიც გუშინ თავში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით დაიღუპა, დაჭრილია კიდევ ერთი ადამიანი.

ამ დრომდე უცნობია რა გახდა მკვლელობის მოტივი, თუმცა ერთ-ერთ სამუშაო ვერსიად შურისძიება სახელდება. ზვიად ჯაფარიძე წარსულში რამდენჯერმეა ნასამართლევი და შესაძლოა მკვლელობა კრიმინალურ გარჩევას უკავშირდებოდეს. გავრცელებული ინფრომაციით ზვიად ჯაფარიძე 1991, 2006, 2013, 2016 წლებში 4-ჯერ, ყაჩაღობის, ქურდობის, გამოძალვისა და ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვის ბრალდებითაა გასამართლებული.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×